მესამე დღეს ტრენინგზე შევარჩიეთ ჩვენი თემიდან გამომდინარე სტანდარტები და ინდიკატორები.შევიმუშავეთ მიზნები და შევადგინეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. ზოგადი კითხვა: როგორ ასახავს ან ცვლის განათლება საზოგადოებას? თემატური კითხვები : იქონია თუ არა დავითის რეფორმებმა გავლენა საქართველოზე?
ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით ერთმანეთის თემებს.დავათვალიერე ბუკლეტების ნიმუშები.ვიმუშავე ,,word"-ში, ვისწავლე ბუკლეტების დამზადება.გავიზიარეთ ერთმანეთის შეხედულებები, რაც დიდად დამეხმარება ჩემს საქმიანობაში.მივიღეთ დავალება გადავხედოთ სტანდარტებს.
ტრენინგის პირველივე დღე ხალისიანად დაიწყო.რადგან შეიქმნა თბილი და თანამშრომლობით გარემო.გავეცანი ვიუერის სახელმძღვანელოს.პროექტებზე მუშაობას და განვიხილეთ მოდულები.შევქმენით საქაღალდეები პორტფოლიოსთვის.შევინახეთ საინტერესო რესურსები.ვნახეთ სასწავლო პროექტების ნიმუშები.შევქმენი ბლოგი ინტერის ტრენინგი.შემდეგ ტრენინგზე უნდა წარმოვადგინო პროექტის თემა.ეს ყველაფერი დამეხმარება უფრო კარგად წარვმართო ჩემი პროფესიული საქმიანობა.